
44.7K
Downloads
120
Episodes
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან
Episodes

Feb 22, 2022
Feb 22, 2022
1 hr 22 min
ციფრული სამყაროს გამოჩენასთან ერთად სოციალური ქსელების განვითარება მოხდა და დღეს მათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ინფორმირებულობის, ნდობისა და ლოიალურობის მხრივ გადამწყვეტი როლი აქვს. სოციალური ქსელები ეს ის სივრცეა, სადაც კონტენტს ძირითადად თავად მომხმარებლები ქმნიან, მაგრამ ამ პროცესებს უმძლავრესი ალგორითმები აკვირდებიან. . .
პოდკასტში ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როდის გამოჩნდა პირველი სოციალური ქსელები, რა ხდება დღეს და რაც მთავარია, რა იქნება შემდეგი — როგორი იქნება სოციალური ქსელების მომავალი?
ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენთან ერთად არის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და On.ge-ის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი დოდი ხარხელი.

Feb 4, 2022
Feb 4, 2022
1 hr 26 min
ფიზიკაში დამატებითი განზომილებები შემოთავაზებულია სამი სივრცითი და ერთი დროითი განზომილებების მიღმა (3 + 1). მეცნიერებაში დამატებითი განზომილებების შესწავლის პირველი მცდელობები დაფუძნებულია კალუზა-კლეინის თეორიაზე.
დღეს უკვე სხვადასხვა სამეცნიერო თეორია მიგვანიშნებს, რომ სამყაროში შეიძლება იყოს ბევრად მეტი განზომილება ვიდრე ამას ჩვენ აღვიქვამთ.
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ იმ დამატებით განზომილებებზე, რომლებიც სცდება ჩვენს გამოცდილებასა და ყოველდღიურობას. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენთან ერთად არის ფიზიკოსი და Carnegie Mellon University-ის მკვლევარი ბექა მოდრეკილაძე.

Jan 31, 2022
Jan 31, 2022
47 min
პოდკასტში ვსაუბრობთ სტარტაპ ეკოსისტემაზე საქართველოში — ის თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენთან, როგორ ვითარდება ეს სფერო და რა პერსპექტივები აქვს მას.
ასევე, ვმსჯელობთ საინვესტიციო კლიმატზე — როგორ შეიძლება სტარტაპებმა მიიღონ დაფინანსება საქართველოში.
და რაც მთავარია, როგორ უნდა დავაფუძნოთ სტარტაპი და რა უნდა ვიცოდეთ ამისთვის.
ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენთან ერთად არის დავით ჩიხლაძე, საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია Investo-ს დამფუძნებელი.

Jan 31, 2022
Jan 31, 2022
39 min
დიზაინ სისტემა კომპონენტების ცენტრალური ბიბლიოთეკა და ხშირად გამოყენებადი ელემენტების ნაკრებია. ეს მოიცავს როგორც ზოგადად დიზაინს, ისე დეველოპმენტს.
ინოვაციური სისტემა საერთო ბიბლიოთეკაა, ერთგვარი ბრენდბუქი, რომელიც ერთ სტანდარტშია მოქცეული, რაც კომპანიას ციფრული არხების საერთო კონცეფციის გარშემო გაერთიანების საშუალებას აძლევს.
დიზაინ სისტემაში ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა სხვადსხვა ციფრული არხების გასანვითარებლად ერთ ცენტრალურ სისტემაზეა მოქცეული. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ ინოვაციურ სისტემაზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტუმარია თემურ მინდიაშვილი, საქართველოს ბანკის UX დიზაინ სამსახურის უფროსი.

Jan 10, 2022
Jan 10, 2022
1 hr 30 min
2021, მიუხედავად პანდემიისა და უამრავი სხვა გამოწვევებისა, მეცნიერებისთვის საკმაოდ საინტერესო და კარგი წელი გამოდგა. სწორედ პანდემია არის ფაქტორი, რომელმაც მეცნიერების განვითარების აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაგვანახა.
მიუხედავად დაბრკოლებებისა, კვლევები და ზოგადად მეცნიერების პროგრესი არ შენელებულა და რაღაც ასპექტში, დაჩქარდა კიდევაც.
დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ვაჯამებთ გასულ წელს და მიმოვიხილავთ 2021-ში მომხდარ მთავარ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სიახლეებს.

Dec 29, 2021
Dec 29, 2021
1 hr 8 min
დღეს უკვე ათასობით ადამიანი ატარებს სხეულით მიკროჩიპს და ელექტრონულ გადამცემს. ეს შეიძლება იყოს როგორც სამედიცინო დანიშნულების მხრივ, ისე უბრალოდ ყოველდღიურობის გასამარტივებლად.
სამედიცინო დანიშნულების გარდა, მსგავს მოწყობილობებს საკრედიტო ბარათების, სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეთავსება შეუძლიათ. ბევრი ამ ყველაფერს სკეპტიკურად უდგება, არის სპეკულაციებიც, მაგრამ როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, მსგავს ტექნოლოგიებში არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული არ არის.
ეს ტექნოლოგიები უკვე აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით შვედეთში. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2022 წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება.
როგორია მსგავსი ტექნოლოგიების პრაქტიკული დანიშნულება და რა იქნება მათი მომავალი, ამაზე პოდკასტში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ლაშა გეწაძე, ინჟინერი და Fablab-ის მენეჯერი.

Dec 23, 2021
Dec 23, 2021
1 hr 1 min
სულ მალე კაცობრიობას ახალი თვალი ექნება და ეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია.
ტელესკოპი ამ თვეში — 25 დეკემბერს გაეშვება და ის 100-ჯერ უფრო მძლავრი იქნება ვიდრე ჰაბლის ტელესკოპი. ის ორბიტაზე განთავსდება დედამიწიდან დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით.
ტელესკოპის შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ამისთვის 16 წელზე მეტი იყო საჭირო. ვების ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით, ეს ასტრონომიაში სრულ რევოლუციას მოახდენს და შეიძლება სამყაროს აღქმაც კი შეგვიცვალოს.
პოდკასტში სწორედ ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია მიხეილ ჭაბუკაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეცნიერო ჟურნალისტი.
შენიშვნა: პოდკასტის ჩაწერის მომენტში გაფრენა 24 დეკემბერს იყო ჩანიშნული. მას შემდეგ კი ის გადაიდო და 25 დეკემბერს ჩაინიშნა.

Nov 30, 2021
Nov 30, 2021
1 hr 38 min
ევოლუცია მომდევნო თაობებში ბიოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების ცვალებადობაა — ეს მშობლიდან ნაშიერს რეპროდუქციის შედეგად გადაეცემა. სწორედ ევოლუციამ წარმოშვა ბიომრავალფეროვნება ბიოლოგიური ორგანიზმების ყველა დონეზე, სახეობის, ინდივიდუალური ორგანიზმებისა და მოლეკულების ჩათვლით.
მეცნიერები ზოგჯერ ევოლუციას სიცოცხლის გვერდით ეფექტსაც ეძახიან, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლე მსგავსი პროცესების გარეშე წარმოუდგენელია.
პოდკასტში სწორედ ევოლუციაზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავიგოთ რა არის ის და როგორია მასთან ერთად "თანაცხოვრება" და რამდენად შევძლებთ მის კონტროლს. ჩვენი სტუმარია ბიოინჟინერი, თეიმურაზ გოჩიტაშვილი.

Nov 27, 2021
Nov 27, 2021
1 hr 11 min
DataFest Tbilisi არის პირველი ყოველწლიური საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აერთიანებს უამრავ საინტერესო ადამიანს, როგორც საქართველოდან ისე უცხოეთიდან.
ღონისძიებაზე სასაუბრო თემებია ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, სტარტაპ ინდუსტრია და რაც მთავარია მონაცემები — როგორც მას ეძახიან ციფრული სამყაროს ნავთობი.
ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში მეხუთედ ტარდება და მას უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მონაცემების ფესტივალი.
პოდკასტში სწორედ Data Fest-ზე ვსაუბრობთ, მიმოვიხილავთ როგორც ზოგადად ფესტივალის ისტორიას, ისე მის განვითარებას, აწმყოს და რაც მთავარია პერსპექტივებს. ჩვენი სტუმრები არიან ნინო მაჭარაშვილი და თეონა თომაშვილი Data Fest-ის საორგანიზაციო გუნდის წევრები.

Nov 10, 2021
Nov 10, 2021
1 hr 33 min
28 ოქტომებრს გახდა ცნობილი, რომ Facebook-ის ახალი სახელი Meta იქნება. (იცვლება მხოლოდ კომპანიის სახელი, მათ მიერ შექმნილი პროდუქტებს იგივე ერქმევა).
ერთი შეხედვით გაუგებარი ცვლილება პირდაპირ დაკავშირებულია მეტავერსთან. კომპანიას აქვს ამბიცია შექმნას მეტავერსი — ერთგვარი ციფრული რეალობა, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეგრძნებების დონეზე დაუკავშირდებიან. საუბარია ისეთ ვირტუალურ რეალობაზე, სადაც ადამიანები შეძლებენ თამაშს, კონცერტზე დასწრებას, შოპინგს, ბიზნესის კეთებას და თითქმის ყველაფერს (თუ მეტს არა) რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვაკეთებთ.
ეს ინტერნეტის მომავალია, სადაც ინფორმაციის ბრტყელი ეკრანებიდან მიღების ნაცვლად, შეგვეძლება, შიგნით, ვირტუალურ რეალობაში გადავიდეთ.
პოდკასტში სწორედ მეტავერსზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავიგოთ თუ როგორი იქნება ის და რა იქნება ინტერნეტის მომავალი. პოდკასტის სტუმარია ლადო მალაზონია, JWT Metro-ს სტრატეგიის ხელმძღვანელი.
