
44.7K
Downloads
120
Episodes
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან
Episodes

Nov 22, 2022
Nov 22, 2022
59 min
ვარსკვლავი პლაზმის მასიური კაშკაშა სფეროა, რომელიც თავისივე გრავიტაციითაა შეკავებული. ჩვენთვის უახლოესი ვარსკვლავი მზეა, თუმცა მარტო ირმის ნახტომის გალაქტიკაში ასეთი ციური სხეული მილიარდობითაა. სწორედ მათ ფორმირებასა და განვითარებაზეა ძირითადად დამოკიდებული როგორც სიცოცხლის ისე ზოგადად სამყაროს ევოლუცია.
შემდეგი პოდკასტის 70-ე ეპიზოდში სწორედ ვარსკვლავებზე და კოსმოსის ევოლუციაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ერეკლე არშილავა.

Nov 9, 2022
Nov 9, 2022
54 min
შემდეგი პოდკასტის 69-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ არამიწიერ სიცოცხლეზე. განვიხილავთ იმას თუ რამდენად რეალურია არამიწიერი სიცოცხლის არსებობა და როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის.
ჩვენი სტუმარია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი.

Oct 19, 2022
Oct 19, 2022
59 min
27 სექტემბერს, ისტორიული მისია შედგა — NASA-მ ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი მიზანმიმართულად შეაჯახა. ეს მოვლენა პლანეტური თავდაცვის ტექნოლოგიის გამოცდას ემსახურებოდა, რომელსაც იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ ოდესმე დედამიწისკენ მომავალ უზარმაზარ ასტრონომიულ სხეულს შევნიშნავთ.
შეჯახებიდან ორი კვირის შემდეგ, უკვე ვიცით, რომ მიზანი მიღწეულია — დიმორფოსის ორბიტა შეიცვალა. კაცობრიობა ასტეროიდის მოძრაობაში ხელოვნურად ჩაერია და წარმატებასაც მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ პირველად კაცობრიობას პლანეტარული თავდაცვის სისტემა აქვს!
პოდკასტში სწორედ ამ მისია — DART-ზე ვსაუბრობთ. ამასთან, განვიხილავთ ზოგადად ასტეროიდებისა და კომეტების ფენომენს. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი დათო ალხანაშვილი.

Sep 29, 2022
Sep 29, 2022
1 hr 6 min
1969 წლის 20 ივლისს ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე ფეხი დადგეს. დედამიწის თანამგზავრზე ადამიანის გაგზავნის გეგმის შესახებ ჯერ კიდევ 1961 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გამოაცხადა.
დღეს ადამიანი მთვარეზე ბრუნდება, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო ამბიციური გეგმებით. არტემისის მისიების ფარგლებში ჩვენ დედამიწის თანამგზავრზე ბაზის შექმნას და იქ გრძელვადიანი კვლევების ჩატარებას ვგეგმავთ. რაც მთავარია, მთვარეზე ბაზა ერთგვარი სამზადისია კიდევ უფრო მასშტაბური მისიისთვის — მარსისი კოლონიზაციისთვის.
Artemis 1-ის გაშვება ოქტომბერშია დაგეგმილი. პირველი გაფრენა ადამიანს მთვარეზე არ წაიყვანს, თუმცა შემდეგი მისიები სწორედ ამ გეგმას მოიცავენ.
პოდკასტში აპოლოსა და არტემისის მისიებზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ მთვარეზე ადამიანის დაჯდომისა და ბაზის შექმნის პერსპექტივას. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.

Sep 1, 2022
Sep 1, 2022
1 hr 41 min
სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის, კინოსა და სხვა განხრების ის ჟანრია, რომელიც მნიშვნელოვნად სწორედ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს ეყრდნობა. ამ ჟანრში გვხვდება მომავლის სამყაროები, მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები, პარანორმალური შესაძლებლობები და ყველაფერი ის რაც მომავალში შეიძლება რეალობად იქცეს.
ფანტასტებს ხშირად განუსაზღვრავთ მომავალი და მეცნიერული თუ ტექნოლოგიური პროგრესი. ეს ის ჟანრია, რომელიც ხშირად როგორც თავად მოქმედი მეცნიერებისთვის, ისე მომავალი მეცნიერებისთვის ინსპირაციის წყარო ხდება ხოლმე.
პოდკასტში სწორედ სამეცნიერო ფანტასტიკაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ როგორც ჟანრის დაბადების ისტორიას, ისე მისი განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივებს. ჩვენი სტუმარია ბექა მოდრეკილაძე ფიზიკოსი და ფანტასტი.

Aug 29, 2022
Aug 29, 2022
1 hr 23 min
პოდკასტში შეგიძლიათ მოუსმინოთ ინტერვიუს ცნობილ ფიზიკოსთან გია დვალთან. ინტერვიუ ჩაიწერა ბათუმში ვიდეოს სახით და ახლა თქვენ აუდიო ფორმატის მოსმენის საშუალებაც გაქვთ.
ინტერვიუში გია დვალი Next.on.ge-ის რედაქტორთან ერთად საუბრობს ისეთ თემებზე როგორიცაა კვანტური მექანიკა, შავი ხვრელები, დიდი აფეთქება, კლასიკური ფიზიკა, პოსტჰუმანიზმი, ფუტურიზმი, სამეცნიერო ფანტასტიკა და სხვა.

Aug 2, 2022
Aug 2, 2022
1 hr 12 min
კვანტური მექანიკა მიკრონაწილაკების (ელემენტარული ნაწილაკების: ატომების, ელექტრონების კვარკების და ა.შ.) და მისი სისტემების აღწერის კანონებს შეისწავლის.
კვანტური მექანიკის კანონები მატერიის აგებულების შესახებ მეცნიერებათა ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამ კანონებით იხსნება ატომების და ატომბირთვების აგებულება, ქიმიური ბმის ბუნება და რაც მთავარია ხსნის იმას, რისგანაც მთლიანად მატერიალური სამყარო შედგება.
თუმცა, კვანტურ მასშტაბებზე ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს "ჩვენთან" მაკრო სამყაროში. კვანტურ მექანიკაში გვაქვს ნაწილაკების განუზღვრელობა, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტულ ნაწილაკს ერთდროულად სხვადასხვა ადგილას ყოფნა შეუძლია. მისი დაფიქსირება შეიძლება დამზარაზე იყოს დამოკიდებული.
მეტიც, კვანტური მექანიკის მახასიათებლებს უამრავ თანამედროვე ტექნოლოგიაში ვიყენებთ, ექსპერტების თქმით, მომავალი კვანტურია და კონკრეტულ პოდკასტში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ფიზიკოსი მიხო ციციშვილი.

Jul 29, 2022
Jul 29, 2022
59 min
კაცობრიობას ახალი თვალი აქვს და ეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია!
ვები 25 დეკემბერს გაეშვა და ის 100-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჰაბლის ტელესკოპი. ტელესკოპი ორბიტაზე განთავსდა, დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრის დაშორებით. მისი შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ამისთვის 16 წელზე მეტი იყო საჭირო.
ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით, ეს ასტრონომიაში სრულ რევოლუციას მოახდენს და შეიძლება სამყაროს აღქმაც კი შეგვიცვალოს. და აი ისიც, სულ ცოტა ხნის წინ, 12 ივლისს ჩვენ ყველამ ვების პირველი სამეცნიერო ფოტოები ვიხილეთ.
მას შემდეგ კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე რეკორდები მოხსნა, მეტიც, ის ახლა თავის რეკორდებსაც ხსნის. პოდკასტში ვების მიღწევებზე ვსაუბრობთ, მის პირველ ფოტოებზე და იმაზე თუ რა დავინახეთ.
პოდკასტის სტუმრები არიან საზოგადოებრივი მაუწყებლისა და Next.on.ge-ის სამეცნიერო ჟურნალისტები მიხეილ ჭაბუკაშვილი და ნინო გიორგობიანი.

Jun 30, 2022
Jun 30, 2022
1 hr 13 min
პოსტჰუმანისტებსა და ტრანჰუმანისტებს მიაჩნიათ, რომ ჰომო საპიენსი ტექნოლოგიების შუამავლობით, სამყაროს ზნეობრივი იერარქიის სათავეში არ უნდა იყოს. დღეს ადამიანი უკვე იცვლება და ამაში დიდი როლი სწორედ ტექნოლოგიებს აქვთ. იმპლანტები, გენური ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი — ეს ყველაფერი ადამიანის ფიზიკურად შეცვლას წინასწარმეტყველებს.
ეს სახეობის მიერ საკუთარი თავის გაუმჯობესება იქნება, რაც მას (ჩვენ), როგორც სიცოცხლის ფორმას საბოლოოდ შეცვლის. ჩვენი სასაუბრო თემაც სწორედ ეს არის, ვეცდებით გავიგოთ თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი — ჰომო საპიენსების მომავალი, იქნება ის კიბორგული თუ ადამიანური.
ამ ყველაფრის გარკვევას მწერალ, მუსიკოს და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილ ჰომო საპიენსთან, ზურა ჯიშჯარიანთან ერთად შევეცდებით.

Jun 22, 2022
Jun 22, 2022
1 hr 36 min
ტრანსპორტი ჩვენთვის გადაადგილების საშუალებაა. ამ მხრივ ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა კომფორტის შექმნას, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მისვლის გამარტივებას და რაც მთავარია, გადაადგილების დაჩქარებას.
დღეს გვყავს მანქანები, თვითმფრინავები, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სულ უფრო აქტუალური ხდება ელექტრონული ავტომობილები, მფრინავი მანქანები და თვითმართვადი მოწყობილობები. მომავალში მძღოლის პროცესია შეიძლება ისევე გაქრეს, როგორც 20-ე საუკუნეში სხვა უამრავი საქმიანობა.
პოდკასტში ვსაუბრობთ ტრანსპორტზე და მის მომავალზე. განვიხილავთ იმას თუ როგორი იქნება მომავალში გადაადგილების საშუალებები. ჩვენი სტუმარია ზვიად სულაბერიძე, ინჟინერი და თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
