Episodes

Thursday Dec 29, 2022
თერმობირთვლი სინთეზი — როგორ მიიღეს სუფთა ენერგია ხელოვნური მზისგან
Thursday Dec 29, 2022
Thursday Dec 29, 2022
13 დეკემბერს შევიტყვეთ, რომ ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის (LLNL) მეცნიერებმა თერმობირთვული სინთეზის მხრივ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწიეს.
თერმობირთვული შერწყმა არის რეაქცია, რომელიც ხდება ვარსკვლავების გულებში. ასეთ დროს ორი ბირთვი ერწყმება ერთმანეთს და ერთ უფრო მძიმე ბირთვს წარმოქმნის. ეს არ გამოყოფს სათბურის აირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ პოტენციურად სუფთა ენერგიის წყაროს.
ასეთი სინთეზი არის ენერგიის დომინანტური წყარო სამყაროში ვარსკვლავებისთვის. ის ასევე არის ენერგიის პოტენციური წყარო დედამიწაზე. თუ მეცნიერები შეძლებენ გაარკვიონ, როგორ მიიღონ მეტი ენერგია რეაქციისგან ეს სრულიად რევოლუციური იქნება. პოდკასტში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ და ვეცდებით გავიგოთ თუ როგორი პოტენციალი აქვს თერმობირთვულ სინთეზს.
შემდეგი პოდკასტის 74-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ირაკლი ჯოხაძე.

Wednesday Dec 21, 2022
ChatGPT — რევოლუციური ჩეთბოტი თუ Google-ის შემცვლელი
Wednesday Dec 21, 2022
Wednesday Dec 21, 2022
ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალმა ჩეთბოტმა, ChatGPT-მ, ბოლო რამდენიმე დღეში მთელი ინტერნეტის ყურადღება მიიქცია. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, ინტერაქციული და საინტერესოა, რომ 5 დღეში ჩეთბოტს უკვე რამდენიმე მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.
პასუხების გაცემის, სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს კიდევ ბევრი რამე შეუძლია. და მაინც, რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება? — ეს ის თემებია, რომლებზეც პოდკასტში ვსაუბრობთ.
შემდეგი პოდკასტის 73-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარია დეველოპერი თემურ ჩიჩუა.

Wednesday Nov 30, 2022
სახეობების გადაშენება — პოპულაციებში მიმდინარე პროცესები
Wednesday Nov 30, 2022
Wednesday Nov 30, 2022
გასულ საუკუნეში ცხოველთა ასობით უნიკალური სახეობა სამუდამოდ გადაშენდა. მეცნიერების დაკვირვებით, დედამიწაზე ამჟამად მიმდინარე მასობრივი გადაშენების პროცესი ჩქარდება. მეტიც, ამჯერად ასობით მეტი სახეობის სამუდამოდ გაქრობას შეიძლება, სულ რამდენიმე ათწლეული წელი დასჭირდეს.
რა როლი გვაქვს ამ პროცესებში ჩვენ, რამდენად იცლება ეკოსისტემა და როგორ აისახება ეს ყველაფერი პოპულაციებში მიმდინარე პროცესებზე — ეს ის თემებია, რომლებზეც პოდკასტში ვსაუბრობთ.
შემდეგი პოდკასტის 72-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ბიოგეოგრაფი ლუკა ქოქიაშვილი.

Friday Nov 25, 2022
გამომგონებლობა — მომავლის პროფესია
Friday Nov 25, 2022
Friday Nov 25, 2022
გამოგონება კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი იარაღია და მასზე ჩვენი პროგრესია დამოკიდებული. დროსთან ერთად გამოგონებების როლი სულ უფრო დიდია და მისი საჭიროებაც იზრდება. დღეს გამომგონებლობა მომავლის პროფესიაც შეიძლება იყოს და საკმაოდ პერსპექტიულიც.
შემდეგი პოდკასტის 71-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ გამომგონებლობაზე და იმაზე თუ რა როლი აქვს მას თანამედროვე სამყაროში. ჩვენი სტუმარია მიხეილ კოტიშაძე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და საგამომგონებლო ცენტრის დამფუძნებელი.

Tuesday Nov 22, 2022
ვარსკვლავები — სამყაროს ევოლუცია
Tuesday Nov 22, 2022
Tuesday Nov 22, 2022
ვარსკვლავი პლაზმის მასიური კაშკაშა სფეროა, რომელიც თავისივე გრავიტაციითაა შეკავებული. ჩვენთვის უახლოესი ვარსკვლავი მზეა, თუმცა მარტო ირმის ნახტომის გალაქტიკაში ასეთი ციური სხეული მილიარდობითაა. სწორედ მათ ფორმირებასა და განვითარებაზეა ძირითადად დამოკიდებული როგორც სიცოცხლის ისე ზოგადად სამყაროს ევოლუცია.
შემდეგი პოდკასტის 70-ე ეპიზოდში სწორედ ვარსკვლავებზე და კოსმოსის ევოლუციაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ერეკლე არშილავა.

Wednesday Nov 09, 2022
არამიწიერი სიცოცხლე — მარტონი ვართ თუ არა სამყაროში
Wednesday Nov 09, 2022
Wednesday Nov 09, 2022
შემდეგი პოდკასტის 69-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ არამიწიერ სიცოცხლეზე. განვიხილავთ იმას თუ რამდენად რეალურია არამიწიერი სიცოცხლის არსებობა და როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის.
ჩვენი სტუმარია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი.

Wednesday Oct 19, 2022
ასტეროიდები და კომეტები — პლანეტარული თავდაცვის სისტემა
Wednesday Oct 19, 2022
Wednesday Oct 19, 2022
27 სექტემბერს, ისტორიული მისია შედგა — NASA-მ ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი მიზანმიმართულად შეაჯახა. ეს მოვლენა პლანეტური თავდაცვის ტექნოლოგიის გამოცდას ემსახურებოდა, რომელსაც იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ ოდესმე დედამიწისკენ მომავალ უზარმაზარ ასტრონომიულ სხეულს შევნიშნავთ.
შეჯახებიდან ორი კვირის შემდეგ, უკვე ვიცით, რომ მიზანი მიღწეულია — დიმორფოსის ორბიტა შეიცვალა. კაცობრიობა ასტეროიდის მოძრაობაში ხელოვნურად ჩაერია და წარმატებასაც მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ პირველად კაცობრიობას პლანეტარული თავდაცვის სისტემა აქვს!
პოდკასტში სწორედ ამ მისია — DART-ზე ვსაუბრობთ. ამასთან, განვიხილავთ ზოგადად ასტეროიდებისა და კომეტების ფენომენს. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი დათო ალხანაშვილი.

Thursday Sep 29, 2022
აპოლოდან არტემისამდე — მთვარის მისიები
Thursday Sep 29, 2022
Thursday Sep 29, 2022
1969 წლის 20 ივლისს ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე ფეხი დადგეს. დედამიწის თანამგზავრზე ადამიანის გაგზავნის გეგმის შესახებ ჯერ კიდევ 1961 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გამოაცხადა.
დღეს ადამიანი მთვარეზე ბრუნდება, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო ამბიციური გეგმებით. არტემისის მისიების ფარგლებში ჩვენ დედამიწის თანამგზავრზე ბაზის შექმნას და იქ გრძელვადიანი კვლევების ჩატარებას ვგეგმავთ. რაც მთავარია, მთვარეზე ბაზა ერთგვარი სამზადისია კიდევ უფრო მასშტაბური მისიისთვის — მარსისი კოლონიზაციისთვის.
Artemis 1-ის გაშვება ოქტომბერშია დაგეგმილი. პირველი გაფრენა ადამიანს მთვარეზე არ წაიყვანს, თუმცა შემდეგი მისიები სწორედ ამ გეგმას მოიცავენ.
პოდკასტში აპოლოსა და არტემისის მისიებზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ მთვარეზე ადამიანის დაჯდომისა და ბაზის შექმნის პერსპექტივას. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.

Thursday Sep 01, 2022
სამეცნიერო ფანტასტიკა — მეცნიერება და ტექნოლოგიები ფანტასტიკაში
Thursday Sep 01, 2022
Thursday Sep 01, 2022
სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის, კინოსა და სხვა განხრების ის ჟანრია, რომელიც მნიშვნელოვნად სწორედ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს ეყრდნობა. ამ ჟანრში გვხვდება მომავლის სამყაროები, მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები, პარანორმალური შესაძლებლობები და ყველაფერი ის რაც მომავალში შეიძლება რეალობად იქცეს.
ფანტასტებს ხშირად განუსაზღვრავთ მომავალი და მეცნიერული თუ ტექნოლოგიური პროგრესი. ეს ის ჟანრია, რომელიც ხშირად როგორც თავად მოქმედი მეცნიერებისთვის, ისე მომავალი მეცნიერებისთვის ინსპირაციის წყარო ხდება ხოლმე.
პოდკასტში სწორედ სამეცნიერო ფანტასტიკაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ როგორც ჟანრის დაბადების ისტორიას, ისე მისი განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივებს. ჩვენი სტუმარია ბექა მოდრეკილაძე ფიზიკოსი და ფანტასტი.

Monday Aug 29, 2022
ინტერვიუ გია დვალთან — კვანტური ფიზიკა, შავი ხვრელები, დიდი აფეთქება...
Monday Aug 29, 2022
Monday Aug 29, 2022
პოდკასტში შეგიძლიათ მოუსმინოთ ინტერვიუს ცნობილ ფიზიკოსთან გია დვალთან. ინტერვიუ ჩაიწერა ბათუმში ვიდეოს სახით და ახლა თქვენ აუდიო ფორმატის მოსმენის საშუალებაც გაქვთ.
ინტერვიუში გია დვალი Next.on.ge-ის რედაქტორთან ერთად საუბრობს ისეთ თემებზე როგორიცაა კვანტური მექანიკა, შავი ხვრელები, დიდი აფეთქება, კლასიკური ფიზიკა, პოსტჰუმანიზმი, ფუტურიზმი, სამეცნიერო ფანტასტიკა და სხვა.