
44.5K
Downloads
119
Episodes
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან
Episodes

May 22, 2024
May 22, 2024
1 hr 59 min
დამწერლობის ცნება ფართოა და ის მხოლოდ ენის ბგერით ელემენტებს არ მოიცავს. ის გვხვდებოდა ნახატებისა და გრაფიკული სიმბოლოების სახითაც.
ადამიანს დამწერლობა ერთბაშად არ შეუქმნია, ის დროთა განმავლობაში და საჭიროებებიდან გამომდინარე ვითარდებოდა. თავიდან უნდა ყოფილიყო სიმბოლიკა და უკვე დროსთან ერთად გაჩნდა ის, რასაც დღეს ჩვენ დამწერლობას ვეძახით.
ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმა შექმნეს. ეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, რამაც ადამიანის ფიქრები უკვდავყო. თუმცა, დღეს ამით აღარ ვკმაყოფილდებით და ჩნდება შეკითხვა, რა იქნება ციფრულ სამყაროში და როგორ ფორმას მიიღებს მომავალში დამწერლობა?
პოდკასტში დამწერლობის ისტორიაზე, ევოლუციასა და მომავალზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია გამომცემელი მამუკა ხანთაძე.

Apr 26, 2024
Apr 26, 2024
1 hr 14 sec
მეორე წელია ქართული ოცნება რუსული კანონის დამტკიცებას ცდილობს. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს პროტესტით შეხვდა და გვესმის საფრთხეებზე, რაც ამ კანონის დამტკიცებამ შეიძლება გააჩინოს.
შემდეგ პოდკასტში ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად ცუდად შეიძლება ეს აისახოს ქვეყანაში მეცნიერებასა და განათლებაზე. ჩვენი სტუმარია ალტე უნივერსიტეტის ციფრულო ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია.

Mar 22, 2024
Mar 22, 2024
1 hr 8 min
სტივენ ჰოკინგი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი იყო. ის 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერად ითვლება, რომელსაც მრავალი ჰიპოთეზა თუ თეორია უკავშირდება.
ჰოკინგს ხშირად აკავშირებენ შავ ხვრელებთან, დიდი აფეთქების თეორიასთან, ყველაფრის თეორიის (ფიზიკის უნიფიკაცია) შემუშავების მცდელობასთან და სხვა მოწინავე სამეცნიერო კონცეფციებთან.
შემდეგი პოდკასტის 96-ე ეპიზოდში სწორედ სტივენ ჰოკინგზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ ჰოკინგის მოღვაწეობას, ცხოვრებასა და იმას თუ რა შეცვალა მან მეცნიერებაში.
ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.

Mar 12, 2024
Mar 12, 2024
43 min
1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების შედეგები სულ უფრო აშკარაა.
ამის ფონზე, ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად დიდ როლს ასრულებს.
შესაბამისი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვით შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ენერგიის ფლანგვა, სათბურის აირების ემისია და წიაღისეული საწვავის გამოყენება.
შემდეგი პოდკასტის 95-ე ეპიზოდში სწორედ განახლებადი ენერგიის პოტენციალზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე.

Feb 15, 2024
Feb 15, 2024
1 hr 14 min
პოდკასტში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცნიერზე, ისააკ ნიუტონზე ვსაუბრობთ. ბევრს ის ყველა დროის უდიდეს ფიზიკოსად მიაჩნია და ამას აქვს თავისი მიზეზები. სწორედ ნიუტონმა აღწერა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, გააანალიზა/შეისწავლა სინათლე, ჩამოაყალიბა პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება, შეიმუშავა კალკულუსი და რაც მთავარია, აღმოაჩინა გრავიტაცია!
თუმცა, ამის გარდა, ის იყო ძალიან უცნაური და საინტერესო პიროვნება. შემდეგი პოდკასტის 94-ე ეპიზოდში სწორედ ამ ყველაფერზე მოგითხრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ირაკლი ჯოხაძე.

Feb 6, 2024
Feb 6, 2024
1 hr 2 min
გლობალური დათბობის ტემპი სულ უფრო ჩქარდება — კლიმატის ცვლილების შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს.
1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია.
გლობალურ გამოწვევებთან ერთად, საინტერესოა რა მდგომარეობაა საქართველოში: რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა ცვლილებებია შესამჩნევი ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, რა უნდა ვქნათ ამ პროცესებთან ადაპტირებისთვის.
შემდეგი პოდკასტის 93-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია მარიამ დევიძე, გარემოს დაცვითი ექსპერტი და კლიმატის ცვლილებების მკვლევარი.

Feb 1, 2024
Feb 1, 2024
1 hr 31 min
სულ ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიური შოუ CES 2024 გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც მოწინავე ტექკომპანიები მომავლის ტექნოლოგიებს წარადგენენ. ფესტივალზე, ციფრული მოწყობილობების გარდა, დიდი დრო დაეთმო უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტს.
შემდეგ პოდკასტის 92-ე ეპიზოდში CES 2024-ს მიმოვიხილავთ. გიყვებით იმაზე, რაც CES 2024-ზე არ უნდა გამოგრჩენოდათ. ჩვენი სტუმარია ანტერპრენერი და ტექნოლოგიების ენთუზიასტი, ბექა ზაქაიძე.

Jan 14, 2024
Jan 14, 2024
56 min
კლიმატის ცვლილება სულ უფრო ჩქარდება — გლობალური დათბობის შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს.
1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია.
რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში ადამიანს და რა უნდა ვქნათ ამ პროცესების შესანელებლად? — შემდეგი პოდკასტის 91-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია გიორგი მუხიგულიშვილი, მკვლევარი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით.

Dec 13, 2023
Dec 13, 2023
57 min
თოფები, მიკრობები და ფოლადი — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე მეცნიერის, ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის დოქტორის, ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარისა და ბიოგეოგრაფის, ჯარედ დაიმონდის მთავარი ნამუშევარია.
- როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები?
- რა საიდუმლო იმალება მათი უთანასწორობის მიღმა?
- რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა და აფრიკელთა დიდი ნაწილი და არა – პირიქით?!
ეს იმ მნიშვნელოვანი შეკითხვების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დიამონდი თავის წიგნში სცემს პასუხს.
შემდეგი პოდკასტის 90-ე ეპიზოდში ჯარედ დაიმონდის უმნიშვნელოვანეს წიგნზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ნიკა სამუშია, რომელმაც წიგნი ინგლისურიდან ქართულად თარგმნა.

Dec 5, 2023
Dec 5, 2023
36 min
ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ საქართველო უკვე იმ ქვეყნების სიაშია, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტია ხელმისაწვდომი.
Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე თანამგზავრული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტს მთელ მსოფლიოში.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებისთვის, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. შემდეგი პოდკასტის 89-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ Starlink-ზე და იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ინტერნეტის მომავალი.
ჩვენი სტუმარია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გიორგი ლუბარეცი.
