
44.5K
Downloads
119
Episodes
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან
Episodes

Dec 6, 2025
Dec 6, 2025
1 hr 21 min
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უძველესი სახეობების არქეოლოგიურ კვლევებზე ვისაუბრებთ.
ჩვენი სტუმარია არქეოლოგი და ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ წიქარიძე. ნიკოლოზი გადაშენებული ნეანდერტალელების სახეობის კვალს აქტიურად სწავლობს და პოდკასტში ბოლო აღმოჩენებს გვიზიარებს.

Oct 16, 2025
Oct 16, 2025
59 min
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში დაავადებების ისტორიაზე ვსაუბრობთ. ვიხსენებთ თუ როგორ ჩნდებოდა ეპიდემიები და როგორ ებრძოდნენ მათ მაშინდელი ადამიანები.
პოდკასტის მეორე ნახევარში ვსაუბრობთ თანამედროვე და მომავლის მედიცინაზე — განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია დაავადებების დამარცხება.
პოდკასტის სტუმარია მოლეკულური ბიოლოგი და ლუგარის ლაბორატორიის მკვლევარი გვანცა ბრაჭველი.

Jul 3, 2025
Jul 3, 2025
1 hr 23 min
ჩვენამდე სიცოცხლემ ძალიან დიდი მოგზაურობა გამოიარა და პოდკასტში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ — როგორ დაიწყო ის და როგორ მოვიდა აქამდე.
ასევე განვიხილავთ იმას, თუ რამდენად მრავალფეროვანია სიცოცხლე და როგორი შეიძლება იყოს ის მომავალში.
პოდკასტის სტუმარია ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი.

Jun 18, 2025
Jun 18, 2025
36 min
2025 წლის ივლისში თბილისში რობოტების ორთაბრძოლა გაიმართება.
შემდეგ პოდკასტში სწორედ ამ შეჯიბრებაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ იმას, თუ როგორი სანახაობა იქნება შეჯიბრება და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება.
ჩვენი სტუმარია ღონისძიების ორგანიზატორი ავთანდილ მღებრიშვილი.

Jun 2, 2025
Jun 2, 2025
1 hr 19 min
შემდეგ პოდკასტში არამიწიერ სიცოცხლესა და მის დაფიქსირების მეთოდებზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ რამდენად რეალურია არამიწიერი სიცოცხლის არსებობა და როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის.
ასევე ვეხებით ქართველი ფიზიკოსების გია დვალისა და ზაზა ოსმანოვის ერთობლივ კვლევას, რის მიხედვითაც, ზეცივილიზაციებმა შავი ხვრელები კვანტური კომპიუტერების მყარ დისკებად შეიძლება გამოიყენონ.
პოდკასტის სტუმარია ფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი.

May 2, 2025
May 2, 2025
46 min
შემდეგ პოდკასტში ფუნდამენტურ ფიზიკაზე ვსაუბრობთ. ვცდილობთ გავარკვიოთ თუ რისგან შედგება სამყარო, როგორ მუშაობს ელემენტარული ნაწილაკები და რა როლი აქვს ამ ყველაფერში ნეიტრინოებს, იგივე მოჩვენება ნაწილაკებს.
ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი გიორგი ქისტაური.

Feb 24, 2025
Feb 24, 2025
52 min
როგორი მომავალი აქვს ხელოვნურ ინტელექტს და რამდენად კონკურენტულია ამ მხრივ აშშ-სთვის ჩინეთი — რამ განაპირობა DeepSeek-ის ჩატბოტის ასეთი სწრაფი წარმატება და რატომ ეცემა ტექ გიგანტი კომპანიების აქციები?
ეს ის საკითხებია, რომლებზეც პოდკასტში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარი და ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე

Feb 20, 2025
Feb 20, 2025
1 hr 16 min
ბოლო კვლევების თანახმად, დედამიწაზე სიცოცხლე 4.2 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მას შემდეგ მინიმუმ 5 მასიური გადაშენება იყო. ჩვენამდე სიცოცხლემ ძალიან დიდი მოგზაურობა გამოიარა და პოდკასტში სწორედ ამაზე გიყვებით — ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ დაიწყო სიცოცხლე და როგორ მოვიდა აქამდე. ჩვენი სტუმარია ბიოლოგი ვასო გაბუნია.

Jul 12, 2024
Jul 12, 2024
42 min
SizmarAI ქართული პლატფორმაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შეუძლია, 10-წამიანი ვიდეოები ჩვენი სიტყვიერი მითითებების საფუძველზე შექმნას. მომდევნო დღეების განმავლობაში საშუალება გვექნება, პლატფორმაზე შევიდეთ და სასურველი სიუჟეტი ჩავწეროთ, ხელოვნური ინტელექტი კი დაახლოებით ერთ წუთში ხუთკადრიან ვიდეოს შექმნის.
როგორც სტარტაპის განცხადებიდან ვიგებთ, სისტემა მუდმივად განახლდება და დაიხვეწება. ეს გვაფიქრებს იმაზე, რომ მომავალში არა მხოლოდ ჩვენი სიზმრებისა თუ მცირე ფანტაზიების, არამედ კომპლექსური იდეებისა თუ სიუჟეტების ვიდეო მასალად გარდაქმნა შეგვეძლება. მომავალში შეიძლება ადამიანმა სახლიდან გაუსვლელად ფილმიც კი "შექმნას".
შემდეგ პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია თენგო თადუმაძე, SizmarAI-ის დამფუძნებელი.

Jun 25, 2024
Jun 25, 2024
1 hr 12 min
ტექნოლოგიების განვითარების ფონზე დეზინფორმაციის ტექნოლოგიებიც იხვეწება. სულ უფრო საყურადღებო ხდება ის მეთოდები, რომლებსაც აქტორები ციფრულ სამყაროში პროპაგანდისთვის იყენებენ.
სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ინტერნეტში მოქმედებების ნახევარს ბოტები ასრულებს. ამის პარალელურად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რომლის გამოყენებითაც დეზინფორმაციის ტექნოლოგიები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავარკვიოთ თუ როგორ იქმნება თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია, ვინ ქმნის მას და რა უნდა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს.
ჩვენი სტუმარია სოფო გელავა, დეზინფორმაციის მკვლევარი.
