
44.7K
Downloads
120
Episodes
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან
Episodes

Jul 29, 2021
Jul 29, 2021
1 hr 6 min
STEM განათლება საკუთარ თავში მოიცავს სწავლებას, რომელშიც შედის მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა. სწორედ ეს ოთხი სფეროა, რომელიც თანამედროვე განვითარებული სამყაროსთვის აუცილებელია.
STEM განათლების მიღება ბავშვებს სულ პატარა ასაკიდან შეუძლიათ და ის საკუთარ თავში მოიცავს რაც შეიძლება მეტ პრაქტიკას.
პოდკასტში ვისაუბრებთ STEM განათლებაზე, მიმოვიხილავთ მომავლის პროფესიებსაც და ვეცდებით გავიგოთ თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველო, ტექნოლოგიების მომხმარებელი ქვეყნიდან აქტიურ მწარმოებლადაც იქცეს.
ჩვენი დღევანდელი სტუმარი Edison Tech Solutions-ის დამფუძნებელი გივი ბერიძეა.

Jul 22, 2021
Jul 22, 2021
1 hr 10 min
ეგზოპლანეტები მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტებია. ისინი მოძრაობენ არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის, თუ ვარსკვლავური ნარჩენის გარშემო.
ეგზოპლანეტის დაფიქსირება პირველად 1992 წელს დადასტურდა, დღეს კი უკვე ათასობით ასეთი პლანეტაა აღმოჩენილი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარტო ჩვენს გალაქტიკაში 11 მილიარდი პოტენციურად სასიცოცხლო დედამიწის ზომის პლანეტაა. ეს კი ნიშნავს, რომ სამყაროში არამიწიერი სიცოცხლეც ასეთივე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს.
დღეს სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ. უფრო ახლოდან გავიცნობთ ეგზოპლანეტებს, გავიგებთ თუ როგორ ხდება მათი აღმოჩენა და რამდენად სავარაუდოა, რომ ამ სამყაროში მარტონი არ ვიყოთ. ამ ყველაფრის გარკვევაში კი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ფიზიკოსი ლადო რაზმაძე დაგვეხმარება.

Jun 30, 2021
Jun 30, 2021
1 hr 2 min
სულ რამდენიმე წლის წინ ადამიანის მიერ შექმნილ კომპიუტერულ თამაშებს ძალიან პრიმიტიული გრაფიკა ჰქონდა. ახლა, დახვეწილ გრაფიკასთან ერთად, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებიც გვაქვს. VR ჩაფხუტის გაკეთების შემდეგ, ძალიან მარტივია დაიჯერო, რომ ვირტუალური რეალობა ნამდვილია.
და რა იქნება მომავალში? თუ ჩვენ დამაჯერებელი ვირტუალური რეალობის შექმნის პოტენციალი გვაქვს, მაშინ რა ვიცით, რომ იგივე ოდესღაც სხვებმაც არ შეძლეს და ახლა ჩვენც ერთ-ერთ ასეთ სიმულაციაში არ ვიმყოფებით?
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ კომპიუტერულ სიმულაციებზე და რეალობაზე. ამ ყველაფერში კი ჩვენი სტუმარი ნეირონის ხელოვნური ინტელექტის აკადემიის რექტორი, ლევან ბოძაშვილი დაგვეხმარება.

Jun 29, 2021
Jun 29, 2021
1 hr 13 min
იმუნიტეტი შინაგანი სისტემაა, რომლიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და ცოცხალი ორგანიზმის ძირითად თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს. ეს არის სხეულის დამცავი უნარი, რომელსაც ევალება გარეგანი პათოლოგიებისა და შინაგანი დაზიანებული უჯრედების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა.
ჩვენი სხეული ერთგვარი ციხესიმაგრეა, სადაც მუდმივი ბრძოლაა გაჩაღებული. ციხესიმაგრის პირველი დამცავი ხაზი ჩვენი კანია, რომელიც იგივე გალავანია მტრისგან დასაცავად. თუ ინფექცია მაინც მოხვდა ჩვენს ორგანიზმში, აქ უკვე დაცვის მეორე ხაზი, სისხლის უჯრედული ჯარისკაცები გამოდიან ბრძოლის ველზე.
ცოცხალ ორგანიზმებში ეს პროცესები მუდმივად მიმდინარეობს. თუ რა ხდება უფრო კონკრეტულად, როგორ უნდა გავაძლიეროთ იმუნიტეტი და მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი ბრძოლა, ამის გარკვევაში ჩვენი სტუმარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცორებული პროფესორი და ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ია ფანცულაია დაგვეხმარება.

Jun 24, 2021
Jun 24, 2021
1 hr 6 min
კლონი — ეს არის ორგანიზმი ან ორგანიზმების ჯგუფი, რომლებიც მიიღება სხვა ორგანიზმიდან უსქესო გამრავლების გზით. ჩვეულებრივ, კლონები მუტაციით გამოწვეული განსხვავებების გამოკლებით იდენტურნი არიან მემკვიდრეობითი მახასიათებლების — გენების მიხედვით.
მთლიანობაში, ამ პროცედურის გამოყენება ნებისმიერი ორგანიზმის მიმართ შეიძლება. დღეს კლონირება გამოიყენება, როგორც მედიცინის სფეროში, ისე სასოფლო სამეურნეო ინდუსტრიაში.
ძუძმწოვრების კლონირების მხრივ საინტერესოა ე.წ. ბირთვის გადატანის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შოტლანდიაში 1996 წელს ცხვრის, სახელად დოლის კლონირება განხორციელდა.
თუ რა ხდება ამ მხრივ დღეს და რაში იყენებენ მეცნიერები კლონირების მეთოდს, ამას პოდკასტში ჩვენს სტუმართან, ანა გოფოძესთან ერთად გავიგებთ, რომელიც სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ინვიტრო ლაბორატორიის სპეციალისტია.

May 31, 2021
May 31, 2021
52 min
დიდი აფეთქება სამყაროს წარმოშობის ყველაზე პოპულრაული კოსმოლოგიური ახსნაა, რომლის მიხედვით ყველაფერი წარმოიქმნა უსასრულო სიმკვრივის და ტემპერატურის მდგომარეობიდან დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ.
1927 წელს ბელგიელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა ჟორჟ ლემეტრმა გამოთქვა იმ დროისთვის სენსაციური მოსაზრება, რომ სამყარო წარმოიქმნა აფეთქების შედეგად. ეს თეორია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმჟამად არსებულ მეცნიერულ შეხედულებას, რის მიხედვითაც სამყარო სტატიკური უნდა ყოფილიყო.
სამყაროზე შემდეგმა დაკვირვებამ კი გვაჩვენა, რომ ის მუდმივად ფართოვდება, შესაბამისად ის რაც ფართოვდება, მას საწყისი "ბიძგი" უნდა ჰქონოდა.
რა არის ეს თეორია, რას გვეუბნება ის ჩვენს სამყაროზე, მის წარსულზე და მომავალზე? ამის გარკვევას დღევანდელ პოდკასტში შევეცდებით, რაშიც ჩვენი სტუმარი ფიზიკოსი თინათინ ცისკარიძე დაგვეხმარება.

May 30, 2021
May 30, 2021
52 min
Pulsar AI ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია. სტარტაპმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა, სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის 2016 წლიდან დაიწყო. უკვე 2019 წელს, Pulsar AI სილიკონ ველის ინვესტორებმა $1,2 მილიონით დააფინანსეს.
მას შემდეგ სტარტაპი აქტიურად ცდილობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. უმოკლეს დროში პულსარის ღირებულება უკვე რამდენიმე მილიონი დოლარია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრატაპი უკვე გლობალურ ბაზარზეც აქტიურად მოღვაწეობს.
სულ ცოტა ხნის წინ, Pulsar AI გლობალურმა SpinCar-მა შეიძინა, რაც სტარტაპის კიდევ ერთ ახალ საფეხურზე ასვლაზე მეტყველებს. დღეს სწორედ Pulsar.AI-ზე ვისაუბრებთ და გავიგებთ, თუ როგორ მოხვდა ქართული სტარტაპი სულ რამდენიმე წელიწადში გლობალურ ბაზარზე. ამ ყველაფრის გარკვევაში კი, სტარტაპის თანადამფუძნებელი დაჩი ჭოლაძე დაგვეხმარება.

May 19, 2021
May 19, 2021
1 hr 16 min
შავი ხვრელები სამყაროში ყველაზე მასიური ობიექტებია. მათი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა.
გიგანტური შავი ხვრელების მასა შეიძლება მზეზე 3 მილიარდჯერ დიდი იყოს. ეს ფაქტიურად მთელი გალაქტიკის მასის პროპორციულია. არის ვარაუდი, რომ ყოველი გალაქტიკის ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელია მოთავსებული, რომელიც თავისი კოლოსალური გრავიტაციის ხარჯზე მილიარდობით ვარსკვლავის სისტემაზე მოქმედებს.
და რა ხდება ამ მონსტრებში რეალურად? რა მოხდება თუ მათ მოვლენების ჰორიზონტს გადავკვეთთ? ამაზე კაცობრიობას აქვს ვარაუდები, თეორიები, მაგრამ ზუსტი პასუხი ჯერ არ ვიცით. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ თეორიებზე ვისაუბრებთ. ამ ყველაფრის გარკვევაში კი ჩვენი სტუმარი ფიზიკოსი — გიორგი ხომერიკი დაგვეხმარება.

Apr 30, 2021
Apr 30, 2021
42 min
რა არის NFT?
NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია, მაგალითად ნახატები, მუსიკა, ფოტოები, გიფები და სოციალური ქსელის პოსტებიც კი.
NFT განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ტვიტერის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ თავისი პირველი ტვიტი დაახლოებით 3 მილიონ დოლარად გაყიდა.
ერთი სიტყვით, NFT არის ის, რაც ციფრული კონტენტის მილიონებად გაყიდვის საშუალებას იძლევა. მას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, ის შეიძლება ციფრული ხელოვნების მომავალიც იყოს.
ამ ყველაფრის გარკვევაში კი, დღევანდელი სტუმარი, Nexr.on.ge-ს სამეცნიერო ჟურნალისტი თორნიკე კიკნაძე დაგვეხმარება.

Apr 27, 2021
Apr 27, 2021
43 min
ყოველდღიურად ჩვენს თვალწინ მძვინვარე ბრძოლა მიმდინარეობს, რომელშიც ერთ მხარეს ფაგები — ბუნების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელები, მეორე მხარეს კი, ზოგ შემთხვევაში არანაკლებ სასტიკი ბაქტერიები დგანან.
დედამიწაზე უამრავი ბაქტერიაა, რომელიც ადამიანისთვის საშიშია. სწორედ მათთან საბრძოლველად ადამიანს ბუნებამ ბაქტერიოფაგები უბოძა. ბაქტერიოფაგები ბაქტერიებზე ნადირობენ და მათ ანადგურებენ. სწორედ ამიტომ ბაქტერიოფაგებს სამედიცინო კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ.
დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა სწორედ ბაქტერიოფაგებს შეეხება, შევეცდებით გავიგოთ თუ როგორია ეს უძველესი ომი და რაში შეგვიძლია მისი გამოყენება ჩვენ, ადამიანებს. ამ ყველაფერის გარკვევაში კი, დღევანდელი სტუმარი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა მაკალათია დაგვეხმარება.
