Episodes

Friday Feb 27, 2026
ხელოვნური ინტელექტის როლი ენის სწავლის პროცესში
Friday Feb 27, 2026
Friday Feb 27, 2026
როგორ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უცხო ენის სწავლა და რა ახალი მეთოდები არსებობს ამისთვის?
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლის მეთოდებზე ვსაუბრობთ.
პოდკასტის სტუმარია ინგლისურის მასწავლებელი და "ბექას სკოლის" დამფუძნებელი ბექა ბერიკაშვილი

Friday Jan 30, 2026
როგორი იყო სამყაროს დასაწყისი
Friday Jan 30, 2026
Friday Jan 30, 2026
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში სამყაროს პირველ წამზე, გრავიტაციულ ტალღებსა და სივრცე-დროის ოსცილაციაზე ვსაუბრობთ.
პოდკასტის სტუმარია კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარი და ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე.

Wednesday Jan 21, 2026
2025 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები
Wednesday Jan 21, 2026
Wednesday Jan 21, 2026
პოდკასტში 2025 წლის მთავარ სამეცნიერო მიღწევებზე ვსაუბრობთ.
ეს წელი რთული იყო საქართველოსთვის, მაგრამ გამორჩეული იყო კოსმოსური მისიებით, მიღწევებით მედიცინაში, ხელოვნური ინტელექტის განვითარებით, ტექნოლოგების მხრივ და მათ შორის საინტერესო კვლევებით უშუალოდ საქართველოში.
გასულ წელს NEXT.On.ge-ის გუნდი აჯამებს.

Saturday Dec 06, 2025
უძველესი ადამიანების კვალი საქართველოს ტერიტორიაზე
Saturday Dec 06, 2025
Saturday Dec 06, 2025
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უძველესი სახეობების არქეოლოგიურ კვლევებზე ვისაუბრებთ.
ჩვენი სტუმარია არქეოლოგი და ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ წიქარიძე. ნიკოლოზი გადაშენებული ნეანდერტალელების სახეობის კვალს აქტიურად სწავლობს და პოდკასტში ბოლო აღმოჩენებს გვიზიარებს.

Thursday Oct 16, 2025
ვირუსები და ბაქტერიები — როგორია დაავადებების ისტორია
Thursday Oct 16, 2025
Thursday Oct 16, 2025
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში დაავადებების ისტორიაზე ვსაუბრობთ. ვიხსენებთ თუ როგორ ჩნდებოდა ეპიდემიები და როგორ ებრძოდნენ მათ მაშინდელი ადამიანები.
პოდკასტის მეორე ნახევარში ვსაუბრობთ თანამედროვე და მომავლის მედიცინაზე — განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია დაავადებების დამარცხება.
პოდკასტის სტუმარია მოლეკულური ბიოლოგი და ლუგარის ლაბორატორიის მკვლევარი გვანცა ბრაჭველი.

Thursday Jul 03, 2025
როგორ გაჩნდა სიცოცხლე და რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის
Thursday Jul 03, 2025
Thursday Jul 03, 2025
ჩვენამდე სიცოცხლემ ძალიან დიდი მოგზაურობა გამოიარა და პოდკასტში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ — როგორ დაიწყო ის და როგორ მოვიდა აქამდე.
ასევე განვიხილავთ იმას, თუ რამდენად მრავალფეროვანია სიცოცხლე და როგორი შეიძლება იყოს ის მომავალში.
პოდკასტის სტუმარია ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი.

Wednesday Jun 18, 2025
Robo Battle 2025 — თბილისში რობოტების ორთაბრძოლა გაიმართება
Wednesday Jun 18, 2025
Wednesday Jun 18, 2025
2025 წლის ივლისში თბილისში რობოტების ორთაბრძოლა გაიმართება.
შემდეგ პოდკასტში სწორედ ამ შეჯიბრებაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ იმას, თუ როგორი სანახაობა იქნება შეჯიბრება და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება.
ჩვენი სტუმარია ღონისძიების ორგანიზატორი ავთანდილ მღებრიშვილი.

Monday Jun 02, 2025
ვართ თუ არა სამყაროში მარტო — შავი ხვრელები, როგორც მყარი დისკები
Monday Jun 02, 2025
Monday Jun 02, 2025
შემდეგ პოდკასტში არამიწიერ სიცოცხლესა და მის დაფიქსირების მეთოდებზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ რამდენად რეალურია არამიწიერი სიცოცხლის არსებობა და როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის.
ასევე ვეხებით ქართველი ფიზიკოსების გია დვალისა და ზაზა ოსმანოვის ერთობლივ კვლევას, რის მიხედვითაც, ზეცივილიზაციებმა შავი ხვრელები კვანტური კომპიუტერების მყარ დისკებად შეიძლება გამოიყენონ.
პოდკასტის სტუმარია ფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი.

Friday May 02, 2025
რისგან შედგება სამყარო — "მოჩვენება ნაწილაკის" ისტორია
Friday May 02, 2025
Friday May 02, 2025
შემდეგ პოდკასტში ფუნდამენტურ ფიზიკაზე ვსაუბრობთ. ვცდილობთ გავარკვიოთ თუ რისგან შედგება სამყარო, როგორ მუშაობს ელემენტარული ნაწილაკები და რა როლი აქვს ამ ყველაფერში ნეიტრინოებს, იგივე მოჩვენება ნაწილაკებს.
ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი გიორგი ქისტაური.

Monday Feb 24, 2025
რას ცვლის DeepSeek — კონკურენცია აშშ-სა და ჩინეთს შორის
Monday Feb 24, 2025
Monday Feb 24, 2025
როგორი მომავალი აქვს ხელოვნურ ინტელექტს და რამდენად კონკურენტულია ამ მხრივ აშშ-სთვის ჩინეთი — რამ განაპირობა DeepSeek-ის ჩატბოტის ასეთი სწრაფი წარმატება და რატომ ეცემა ტექ გიგანტი კომპანიების აქციები?
ეს ის საკითხებია, რომლებზეც პოდკასტში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარი და ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე

