Episodes

Saturday Nov 21, 2020
შემდეგი პოდკასტი #7: VR - "შემდეგი რეალობა" — პანდემიამდე და მის შემდეგ
Saturday Nov 21, 2020
Saturday Nov 21, 2020
დღევანდელი სასაუბრო თემაა ვირტუალური რეალობა და პანდემიის პირობებში, ამ ტექნოლოგიის განვითარების პერსპექტივები.
ვირტუალურმა რეალობამ დღეს ინტეგრირება ძალიან ბევრ სფეროში მოახდინა. ის გამოიყენება, როგორც კომპიუტერულ თამაშებში, ასევე მედიცინაში, სწავლებაში, სამხედრო სფეროში, ტურიზმში, სამეცნიერო კვლევებში და ბიზნესში.
აღსანიშნავია, რომ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი და კომპანია იყენებს. Facebook, Google, Microsoft ეს მხოლოდ ნაწილია იმ ტექნოლოგიური გიგანტებისა, რომლებიც ვირტუალური თუ გაფართოებული რეალობის კუთხით ბაზარზე დომინირებისთვის იბრძვიან.
მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის და მოგზაურობის შეზღუდვების პირობებში VR ტექნოლოგიის სხვადასხვა სფეროში ინტერგრირების ტემპის ზრდის მომსწრენი ვხდებით.
დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ და არამხოლოდ ამაზე — გავიგებთ რა არის ვირტუალური რეალობა, როგორ იყენებენ კომპანიები თუ მომხმარებლები მას და რას უნდა ველოდოთ მომავალში. როგორი იქნება „შემდეგი რეალობა“?
ამ საკითხებზე ქართული VR სტარტაპის — VRex Immersive-ის დამფუძნებელთან და CEO-სთან — ნიკოლოზ გოგოჭურთან ერთად ვისაუბრებთ.

Wednesday Nov 18, 2020
შემდეგი პოდკასტი #6: Cardeal-ის გზა სილიკონ ველიმდე
Wednesday Nov 18, 2020
Wednesday Nov 18, 2020
Cardeal მეორადი ავტომობილებით ვაჭრობის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა აუქციონს ერთ სივრცეში უყრის თავს. Cardeal ვებგვერდზე თვეში დაახლოებით 500 ათას ავტომობილს აერთიანებს. მომხმარებელს კი საშუალება აქვს, გაეცნოს და მიიღოს ყველა ის სერვისი, რაც ავტომობილის შეძენასა და მის იმპორტირებასთანაა კავშირში.

Tuesday Nov 03, 2020
შემდეგი პოდკასტი #5: Cargon-ის გზა სილიკონ ველიმდე
Tuesday Nov 03, 2020
Tuesday Nov 03, 2020
სტარტაპის ისტორია 4 წელზე მეტს ითვლის, თუმცა გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა გამოდგა, რომლის პირველი ნაკადის ერთ-ერთი გამარჯვებულიც სწორედ Cargon გახდა. ეს კი ნიშნავს, რომ გუნდი გაზაფხულზე რამდენიმე კვირით სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველზე გაემგზავრება, რაც მათ ახალი ინვესტიციებისა და პარტნიორების მოძიების უნიკალურ საშუალებას მისცემს.

Thursday Sep 10, 2020
შემდეგი პოდკასტი #4: ღია ბანკინგი, ანუ როგორია მომავალი
Thursday Sep 10, 2020
Thursday Sep 10, 2020
ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება და ბაზარზე ყოველდღიურად ახალ ფინტექ სტარტაპებს ვხვდებით, ღია ბანკინგის კონცეფცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
ეს ახალი მიდგომაა, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ მომავალი მნიშვნელოვნად შეცვალოს. ჩვენ საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსს გიორგი კინწურაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც ღია ბანკინგის შესახებ გვიყვება.

Monday Jun 29, 2020
შემდეგი პოდკასტი #3: ვიდეოთამაშები და ელექტრონული სპორტი
Monday Jun 29, 2020
Monday Jun 29, 2020
ვიდეოთამაშები, რომელსაც ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არასერიოზულად უყურებს, ნელ-ნელა წარმოუდგენლად პოპულარული ხდება. გარდა იმისა, რომ კომპიუტერულ თამაშებს მილიონობით ადამიანი თამაშობს, ელექტრონულ სპორტში უზარმაზარი ფინანსური ინტერესებიცაა. მესამე ეპიზოდში ჩვენი სტუმარი საქართველოს ვიდეოთამაშების ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენელი თორნიკე ანდრიაძეა.

Friday Apr 17, 2020
შემდეგი პოდკასტი #2: ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის დროს
Friday Apr 17, 2020
Friday Apr 17, 2020
ამჟამად კაცობრიობა საკმაოდ უცნაურ და უჩვეულო მდგომარეობაში იმყოფება. კორონავირუსის გამო ყველა ჩვენგანი სახლშია გამოკეტილი, ეს კი ჩვენი ცხოვრების სტანდარტულ წესს რადიკალურად ცვლის. ასეთი გარემო დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიის დროს ფსიქიკური მდგრადობის შენარჩუნება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

Tuesday Mar 17, 2020
შემდეგი პოდკასტი #1: კორონავირუსის ბიოლოგია
Tuesday Mar 17, 2020
Tuesday Mar 17, 2020
პოდკასტის პირველ ეპიზოდში აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი მელაშვილთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის კორონავირუსი, რას ნიშნავს ზოონოზური დაავადებები და რა თავისებურებები ახასიათებთ მათ.