შემდეგი პოდკასტი

შემდეგი პოდკასტი #7: VR - “შემდეგი რეალობა” — პანდემიამდე და მის შემდეგ

November 21, 2020

დღევანდელი სასაუბრო თემაა ვირტუალური რეალობა და პანდემიის პირობებში, ამ ტექნოლოგიის განვითარების პერსპექტივები.

ვირტუალურმა რეალობამ დღეს ინტეგრირება ძალიან ბევრ სფეროში მოახდინა. ის გამოიყენება, როგორც კომპიუტერულ თამაშებში, ასევე მედიცინაში, სწავლებაში, სამხედრო სფეროში, ტურიზმში, სამეცნიერო კვლევებში და ბიზნესში.

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს  მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი და კომპანია იყენებს. Facebook, Google, Microsoft ეს მხოლოდ ნაწილია იმ ტექნოლოგიური გიგანტებისა, რომლებიც ვირტუალური თუ გაფართოებული რეალობის კუთხით ბაზარზე დომინირებისთვის იბრძვიან.

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის და მოგზაურობის შეზღუდვების პირობებში VR  ტექნოლოგიის სხვადასხვა სფეროში ინტერგრირების ტემპის ზრდის მომსწრენი ვხდებით.

დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ და არამხოლოდ ამაზე — გავიგებთ რა არის ვირტუალური რეალობა, როგორ იყენებენ კომპანიები თუ მომხმარებლები მას და რას უნდა ველოდოთ მომავალში. როგორი იქნება „შემდეგი რეალობა“? 

ამ საკითხებზე ქართული VR სტარტაპის — VRex Immersive-ის დამფუძნებელთან და CEO-სთან — ნიკოლოზ გოგოჭურთან ერთად ვისაუბრებთ.

Podbean App

Play this podcast on Podbean App