შემდეგი პოდკასტი

ფულის ევოლუცია — კრიპტოვალუტები

January 25, 2021

გადახდის საშუალებები, როგორც ცოცხალი ორგანიზმები, იცვლებიან და ევოლუციას განიცდიან. ბარტერიდან პირობით სისტემებამდე, მონეტარული სისტემიდან ქაღალდის ფულამდე, ხოლო ქაღალდიდან ციფრულ ფულამდე, გადახდის საშუალებები საჭიროებების მიხედვით შეიცვალა. დღეს ბევრი ციფრული ფულის მომავალს კრიპტოვალუტებთან აკავშირებს.

კრიპტოვალუტები ელექტრონული ფულია. ისინი სრულიად დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ყველანაირი შუამავლის, ცენტრალური ბანკის თუ სახელმწიფოს გარეშე შეგვიძლია.

დიახ, კრიპტოვალუტის შექმნა ყველას შეუძლია. სწორედ ამიტომ მისი შექმნით კერძო კომპანიებიც არიან დაინტერესებული, რაც ერთგვარ იდეოლოგიურ ბრძოლამდეც შეიძლება მივიდეს. ჩნდება შეკითხვა, ვის ექნება ფულზე კონტროლი, სახელმწიფოს, კერძო სექტორს თუ ის სრულად დეცენტრალიზებული შეიძლება გახდეს?

ამის პარალელურად, კრიპტოვალუტების ფასი კვლავ იზრდება, ოდესღაც არაფრისგან აღმოცენებული კრიპტოვალუტის სისტემის ღირებულებამ იანვარში რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

რა იქნება შემდეგი და როგორი შეიძლება იყოს ფულის მომავალი, ამ საკითხების გარკვევას ორ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად შევეცდებით, ესენი არიან; ლაშა ანთაძე — დეცენტრალიზებული სისტემის Shelf.Network-ის დამფუძნებელი და გიორგი გვაზავა, CryptX Wallet​-ის გენერალური დირექტორი.

Podbean App

Play this podcast on Podbean App