შემდეგი პოდკასტი

ომის ევოლუცია — სამხედრო ტექნოლოგია

April 26, 2022

პირველი პრიმიტიული "სასროლი იარაღი", იგივე ატლატლი 30 000 წელზე მეტით ხნით თარიღდება და მშვილდის წინაპრად ითვლება. უშუალოდ ომისთვის სპეციალიზებული ტექნოლოგიის ყველაზე ადრეული მტკიცებულება კი იერიხონის ქვის კედლებია, რომელიც დაახლოებით 10 000 წლის წინ არის აგებული.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიარაღებაც ვითარდებოდა და ის სულ უფრო ლეტალური ხდებოდა. უკვე დღეს ადამიანებს ისეთი იარაღი გვაქვს რის გამოყენებასაც პლანეტაზე სიცოცხლის დასრულებაც კი შეუძლია. ამის პარალელურად ჩნდება ფრონტის ახალი ხაზები, ისეთი როგორიც კიბერუსაფრთხოება და ჰაკერული ომია.

პოდკასტში ვსაუბრობთ ომის ევოლუციაზე და იმაზე თუ როგორ იცვლებოდა ის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. ჩვენი სტუმარია გიორგი ანთაძე, ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებების ხელმძღვანელი.

Podbean App

Play this podcast on Podbean App