შემდეგი პოდკასტი

კორონავირუსი და ვაქცინაცია

July 31, 2021

2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ვირუსი ჩინეთში დააფიქსირეს, COVID-19 სხვდასხვა ქვეყანაში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით დღემდე ვირუსით 200 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 4 მილიონზე მეტი დაიღუპა.

მას შემდეგ რაც გლობალური ვაქცინაცია ოფიციალურად დაიწყო, უკვე დღეს აცრები დაწყებულია ყველა კონტინენტზე, 213 ქვეყანასა და რეგიონში. მთლიანობაში გამოყენებულია 3,5 მილიარდზე მეტი დოზა.

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა 15 მარტს დაიწყო. NCDC-ის მონაცემებით, საერთო ჯამში, 15 ივლისისთვის, ქვეყანაში გამოყენებულია 334 133 დოზა ვაქცინა, სრულად აცრილია 126 739 ადამიანი, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 207 394.

პოდკასტში ვსაუბრობთ კორონავირუსზე და ვაქცინაციაზე, განვიხილავთ, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიო ვაქცინაციას, ისე ამ მხრივ საქართველოში განვითარებულ პროცესებს.

ამ ყველაფრში ჩვენი დღევანდელი სტუმარი, სამეცნიერო ჟურნალისტი დიმიტრი ლიპარტელიანი დაგვეხმარება.

Podbean App

Play this podcast on Podbean App