შემდეგი პოდკასტი

გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი

September 30, 2021

გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის პროცესია. მასში დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი მატება იგულისხმება.

კლიმატის ცვლილების ექსპერტთა ჯგუფის თანახმად, ბუნებრივი ფაქტორების გარდა ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე XX საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული გლობალური დათბობის დომინანტური ფაქტორია.

ამის ფონზე ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. ერთი შეხედვით ეს დიდი არაფერია, მაგრამ რეალურად ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათოა. მეტიც, 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია.

რას ნიშნავს ეს, რაზე აისახება გლობალური დათბობა, რა პროცესები იწვევს მას და როგორ მოქმედებს ის ჩვენზე, პლანეტაზე და რა უნდა დავუპირისპიროთ მას? პოდკასტში სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას ვცდილობთ, ამ ყველაფერში კი ჩვენი სტუმარი Next.on.ge-ის სამეცნიერო ჟურნალისტი და გარემოს დაცვითი აქტივისტი, ანანო მჭედლიშვილი გვეხმარება.

Podbean App

Play this podcast on Podbean App