
44K
Downloads
119
Episodes
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან
Episodes

Jul 27, 2026
Jul 27, 2026
1hr 15 min
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში კლიმატის ცვლილებასა და ელ-ნინიოზე ვსაუბრობთ — კლიმატურ მოვლენაზე, რომლის დროსაც ეკვატორული წყნარი ოკეანის ზედაპირული წყლები ჩვეულებრივზე მეტად თბება. ამ პროცესს შეუძლია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდსა და კლიმატზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

Jul 23, 2026
Jul 23, 2026
2hr 2 min
შემდეგი პოდკასტის სტუმარი ზაალ კოკაიაა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნეირომეცნიერია, რომელიც მრავალი წელია იკვლევს თავის ტვინის დაავადებებს და მუშაობს ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ტვინის დაზიანებების აღდგენაზე.

May 20, 2026
May 20, 2026
40 min
ბიოხელოვნური პანკრეასი ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალოდ უნდა გამოიყენონ. ეს დაავადება მილიონობით ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, დღეს ამ დაავადებისგან სრულად განკურნვა შეუძლებელია, თუმცა ახალი კვლევა შეიძლება ამაში დაგვეხმაროს.
პოდკასტის სტუმარია ეკატერინე ბერიშვილი, ექიმი და ჟენევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

May 19, 2026
May 19, 2026
47 min
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში ადამიანის ოთხფეხა მეგობრებზე ვსაუბრობთ.
რატომ არის ძალიან ბევრი მიუსაფარი ძაღლი ქუჩებში, როგორ უნდა მოვეპყროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და რა უნდა ვიცოდეთ მათთან ურთიერთობისას.
ჩვენი სტუმარია ცხოველების უფლებადამცველი ნინო ჩლაიძე.

Apr 14, 2026
Apr 14, 2026
1hr 29 min
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში მეცნიერების ფილოსოფიაზე ვისაუბრებთ. მოვიცავთ ფილოსოფიის დარგს, რომელიც შეისწავლის მეცნიერული ცოდნის საფუძვლებს, მეთოდებს, მოდელებს, ლოგიკასა და მეცნიერული კვლევის ვალიდურობას. პოდკასტის სტუმარია ფილოსოფიის დოქტორი თაზო თოხაძე.

Apr 7, 2026
Apr 7, 2026
51 min
NASA-მ მისია Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარისკენ გაგზავნა, რაც ნიშნავს, რომ დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე ადამიანის დასაბრუნებლად პირველ ნაბიჯი გადადგმულია. პოდკასტის სტუმარია ასტრონომი გიორგი ჯავახიშვილის. ვსაუბრობთ მთვარის ძველსა და ახალ მისიებზე.

Mar 15, 2026
Mar 15, 2026
1hr 39 min
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში სამხედრო ტექნოლოგიების წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ვსაუბრობთ. პოდკასტის სტუმარია სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი.

Feb 27, 2026
Feb 27, 2026
1hr 4 min
როგორ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უცხო ენის სწავლა და რა ახალი მეთოდები არსებობს ამისთვის?
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლის მეთოდებზე ვსაუბრობთ.
პოდკასტის სტუმარია ინგლისურის მასწავლებელი და "ბექას სკოლის" დამფუძნებელი ბექა ბერიკაშვილი

Jan 30, 2026
Jan 30, 2026
1hr 7 min
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში სამყაროს პირველ წამზე, გრავიტაციულ ტალღებსა და სივრცე-დროის ოსცილაციაზე ვსაუბრობთ.
პოდკასტის სტუმარია კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარი და ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე.

Jan 21, 2026
Jan 21, 2026
1hr 9 min
პოდკასტში 2025 წლის მთავარ სამეცნიერო მიღწევებზე ვსაუბრობთ.
ეს წელი რთული იყო საქართველოსთვის, მაგრამ გამორჩეული იყო კოსმოსური მისიებით, მიღწევებით მედიცინაში, ხელოვნური ინტელექტის განვითარებით, ტექნოლოგების მხრივ და მათ შორის საინტერესო კვლევებით უშუალოდ საქართველოში.
გასულ წელს NEXT.On.ge-ის გუნდი აჯამებს.
